Monday, April 25, 2016

                                              რეფლექსია

    ტრენინგის მეოთხე დღე
 
        გავიგე როგორ უნდა დავადგინო მოსწავლეთა წინარე ცოდნა,რომელიც პროექტზე მუშაობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს;გამოვყავი შეფასების ინსტრუმენტები ,რომელიც დამეხმრება როგორც პროექტზე მუშობის დასაწყისში, ასევე მისი მსვლელობისას კვლევის სწორი მიმართულების შენარჩუნებაში.დავიწყე მუშაობა სასწვლო პროცედურებზე,

Saturday, April 16, 2016

   პროექტის დაგეგმისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ ტრენინგის მესამე დღეს.  თვალი გადავავლეთ ესგ საგნობრივ სტანდარტებს(ჩემს შემთხვევაში ქართული ენის დ მათემტიკის  სტანდარტებს )სტანდარტი შევუსაბამე პროექტს და გამოვყავი ძირითადი ინდიკატორები ,რომლის საშუალებითაც გავალ  ბლუმის ტაქსონომიის მაღალ სააზროვნო უნარებზე;ამან გამიადვილა ჩამომეყალიბებინა პროექტის სასწავლო მიზნები;
ჩამოვწერე კითხვები რაზეც პასუხი მინდა გასცეს პროექტმა.ტრენერის დახმარებით შევძელი ამ კითხვების დახარისხება ზოგად ,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებად;ვთვლი,რომ ეს დღე ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი...გმადლობთ

     

Saturday, April 9, 2016

ტრენინგის მეორე დღე

                                         რეფლექსია
         დავგეგმე პროექტი და მისი შესრულებისთვის საჭირო აქტივობები,განვსაზღვრე მშობლების როლი ,რადგან ვფიქრობ ბავშვებს დასჭირდებათ დახმარება ინფორმციის მოძიებაში,კვების რაციონის შედგენაში ;
              გამოვკვეთე პროექტის მიზანი და შესაბმისობა  ესგ სტანდარტებთან,რა სარგებელს მიიღებენ ბავშვები ამ პროექტის განხორციელებით .გავაკეთე საინფორმაციო ბროშურა ,შევეცადე ბროშურაში მეჩვენებინა ყველა ის საჭირო ინფორმაცია რაც დაინტერესებულ პირს წარმოდგენას შეუქმნის პროექტზე და მისი განხორციელების აუცილებლობაზე;
             გავაკეთე ბლოგი  ,ეს დღე საინტერესო იყო და დამეხმარა პროექტის დაგეგმვაში;