Sunday, May 15, 2016

რეფლექსია- მერვე დღე

  ახალი ინფორმაციებით ძალიან დატვირთული დღე იყო.დიფერენცირება,ფასილიტაცია და მენეჯმენტი იყო დღევანდელი დღის მთავარი თემები. დიფერენცირების დროს ვითვალისწინებთ მოსაწვლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებს,სსმ მოსწავლეებთვის  განვსაზღვრე რა სახის დახმარება და ხელისშეწყობა დასჭირდებათ და გავიაზრე რა კუთხით შეიძლება ასეთი მოსწავლის ჩართვა პროექტში,ასევე არაქართულენოვან მოსწავლეებს როგორ გავუიოლოთ მასალის გაგება,ნიჭიერი ბავშვებისთვის დავგეგმე დამატებითი აქტივობები;
      ფასილიტაციის მიზნით შექმენი ხარაჩოები მოსწავლეებისათვის, გავეცნი მენეჯმენტის სხვადასხა ფორმებს.იყო ძალიან საინტერესო დღე, მადლობა

Saturday, May 14, 2016

რეფლექსია ტრენინგის მეშვიდე დღე


    იმისათვის რომ მოსწავლეს ნამუშევარი პასუხობდეს მიზანს აუცილებელია მას ჰქონდეს შეფსების რუბრიკები,  სწორედ ამ შეფასების რუბრიკებზე და ჩეკლისტებზე ვიმუშავეთ დღეს.ტრენინგი დამეხმარა   შემერჩია რუბრიკები და მომერგო ჩემი თემისთვის;
     მივიღე რეკომენდაციები უკუკავშირის დაწერასთან  დაკავშირებით, გავიგე თუ რა არის აუცილებელი ეფექტური უკუკავშირის მისაცემად,რასაც კოლეგებთან ურთიერთობის დროს გავითვალისწინებ;
     გავიგე თუ როგორ უნდა ავტვირთო საქაღალდე ბლოგზე ;

Saturday, May 7, 2016

                                  რეფლექსია - მეხუთე დღე

              ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ეს დღე ჩემთვის;ტრენერმა მოგვაწოდა ინფორმაცია,რომელიც დამეხმარა საპრეზენტაციო მასალების შექმნაში და ამ მასალა განვათავსე ბლოგზე,პრეზენტაცია დამეხმარება კოლეგებს ან დაინტერესებულ პირებს მივაწოდო ინფორმაცია პროექტის შესახებ; ასევე შევქმენით ბლოგზე გვერდები;გავეცნი ინფორმაციას საავტორო უფლებების შესახებ;
               დღეს მიღებული ცოდნა დამეხმარება დამოუკიდებლად შევქმნა ბლოგი ,რაც ვფიქრობ აუცილებელია თანამედროვე პედაგოგისათვის.
                მადლობა!

პროექტის პრეზენტაცია

Monday, April 25, 2016

                                              რეფლექსია

    ტრენინგის მეოთხე დღე
 
        გავიგე როგორ უნდა დავადგინო მოსწავლეთა წინარე ცოდნა,რომელიც პროექტზე მუშაობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს;გამოვყავი შეფასების ინსტრუმენტები ,რომელიც დამეხმრება როგორც პროექტზე მუშობის დასაწყისში, ასევე მისი მსვლელობისას კვლევის სწორი მიმართულების შენარჩუნებაში.დავიწყე მუშაობა სასწვლო პროცედურებზე,

Saturday, April 16, 2016

   პროექტის დაგეგმისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ ტრენინგის მესამე დღეს.  თვალი გადავავლეთ ესგ საგნობრივ სტანდარტებს(ჩემს შემთხვევაში ქართული ენის დ მათემტიკის  სტანდარტებს )სტანდარტი შევუსაბამე პროექტს და გამოვყავი ძირითადი ინდიკატორები ,რომლის საშუალებითაც გავალ  ბლუმის ტაქსონომიის მაღალ სააზროვნო უნარებზე;ამან გამიადვილა ჩამომეყალიბებინა პროექტის სასწავლო მიზნები;
ჩამოვწერე კითხვები რაზეც პასუხი მინდა გასცეს პროექტმა.ტრენერის დახმარებით შევძელი ამ კითხვების დახარისხება ზოგად ,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებად;ვთვლი,რომ ეს დღე ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი...გმადლობთ

     

Saturday, April 9, 2016

ტრენინგის მეორე დღე

                                         რეფლექსია
         დავგეგმე პროექტი და მისი შესრულებისთვის საჭირო აქტივობები,განვსაზღვრე მშობლების როლი ,რადგან ვფიქრობ ბავშვებს დასჭირდებათ დახმარება ინფორმციის მოძიებაში,კვების რაციონის შედგენაში ;
              გამოვკვეთე პროექტის მიზანი და შესაბმისობა  ესგ სტანდარტებთან,რა სარგებელს მიიღებენ ბავშვები ამ პროექტის განხორციელებით .გავაკეთე საინფორმაციო ბროშურა ,შევეცადე ბროშურაში მეჩვენებინა ყველა ის საჭირო ინფორმაცია რაც დაინტერესებულ პირს წარმოდგენას შეუქმნის პროექტზე და მისი განხორციელების აუცილებლობაზე;
             გავაკეთე ბლოგი  ,ეს დღე საინტერესო იყო და დამეხმარა პროექტის დაგეგმვაში;